სასამართლომ იოსებ სიგუასა და მისი ყოფილი მეუღლის დავასთან დაკავშირებული პროცესი დახურა - სასამართლო დღეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების საკითხს განიხილავს.

სხდომას ესწრება იოსებ სიგუა და მისი ყოფილი მეუღლე, სოფიო სიგუა-შატბერავა.

საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი იხილავს, რომელმაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად მედიას სასამართლო პროცესის დატოვება მოუწია.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა. პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დროისთვის ელექტრონული სამაჯური აქვს შებმული.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში