იოსებ სიგუა ყოფილი მეუღლის ბრალდებებს „აბსურდს“ უწოდებს

რა უნდა გითხრათ, ამდენი აბსურდი... ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით, - ასე უპასუხა “ინტერპრესნიუსს” პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.

მცირე კომენტარი იოსებ სიგუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდგომ გააკეთა და კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველაფერი აბსურდია.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა როგორც იოსებ სიგუა, ისე მისი ყოფილი მეუღლე.

საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი იხილავდა, რომელმაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში