პროკურორის ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც გორში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილით დედა-შვილს დაეჯახა, 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი

პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელიც გორში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილით დედა-შვილს დაეჯახა, 225-ზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.

როგორც მგალობლიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, ჯარიმები მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე იყო გამოწერილი.

რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედაც და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება