სოფიო სიგუა-შატბერავა - იოსებ სიგუამ კიდევ ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან: გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე - გიორგაძეს არ უნახავს მე სიგუა მირტყამდა თუ არ მირტყამდა

იოსებ სიგუამ კიდევ ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან: გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე - გიორგაძეს არ უნახავს მე სიგუა მირტყამდა თუ არ მირტყამდა - ის სამსახურის სამმართველოს უფროსია - მას რა უნდოდა ჩემს ოჯახში? ძალადობას ვფარავდი და როგორ ეცოდინებოდა პოლიციელს შიგნით რა ხდებოდა? - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოცხადებულ გიორგი გიორგაძეს მაისში იოსებ სიგუამ ერთ-ერთი უძრავი ქონება გადაუფორმა, რომელზეც სოფიო სიგუა-შატბერავას პრეტენზია არ აქვს.

„არ ვიცი პროცესი რატომ დაიხურა - ეს ჩემი სურვილი არ იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. გადადეს იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდათ სათანადო მტკიცებულებები და გვჭირდება დრო, რომ საქმეს გავეცნოთო - სიგუას სამი ადვოკატი ითხოვს ამას. მან კიდევ ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან - გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე.

სიგუამ ერთ-ერთი უძრავი ქონება, რომელზეც მე პრეტენზია არ მქონდა, თავის მეგობარ გიორგი გიორგაძეს მაისში გადაუფორმა.

გიორგაძეს არ უნახავს მე სიგუა მირტყამდა თუ არ მირტყამდა - ის სამსახურის სამმართველოს უფროსია - მას რა უნდოდა ჩემს ოჯახში? ძალადობას ვფარავდი და როგორ ეცოდინებოდა პოლიციელს შიგნით რა ხდებოდა?

ვფიქრობ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს ამ „ქეისთან“ მიმართებაში მოწმეობა საერთოდ არ ევალებათ. ჩემს ოჯახთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

ჩემი მოთხოვნაა, რომ [იოსებ სიგუას] ჰქონდეს შემაკავებელი ორდერი და სამაჯური“, - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე სამართლებრივ დავას აბსურდს უწოდებს, სოფიო სიგუა-შატბერავამ უპასუხა, რომ „აბსურდი ზუსტად ის არის, რომ ძალადობასა და დანაშაულს ფარავენ ის და მისი ადვოკატები ქონებრივი დავით, რომელიც არ არსებობს.“

„საჯარო რეესტრი ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველა ქონებას ორი მესაკუთრე ჰყავს და ქონებრივი დავა ვერ გვექნება“, - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

ცნობისთვის, თავდაპირველად სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა. მოგვიანებით, შატბერავამ აღნიშნა, რომ იოსებ სიგუას სამართალდამცავებმა ელექტრონული სამაჯური „შეაბეს“. ამასთან, მას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და იარაღის ტარების უფლება შეეზღუდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში