მიხაილო ფედოროვი - უკრაინამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შეცვალოს - ზელენსკიმ მისი მრჩევლის თანამდებობაზე დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი

უკრაინამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მტრის ასიმეტრიულად დასამარცხებლად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შევცვალოთ. ნაცვლად იმისა, რომ მოეფიქრებინა, თუ როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, რაც მთავარსარდლის ამოცანაა, მან ის მოიფიქრა, თუ როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. დღეს, სწორედ აქ ვართ“, - განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წინაპირობა არ წაუყენებია, რომ ან ის აერჩია, ან ალექსანდრ სირსკი.

ასევე, ფედოროვის განცხადებით, სირსკიმ მისი ყველა ინიციატივა დაბლოკა და არსებული პრობლემების განსახილველად მზად არ იყო.

ფედოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მრჩევლად დანიშვნა შესთავაზა.

„ზელენსკიმ მისი მრჩევლის თანამდებობაზე დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვთქვი“, - აღნიშნა ფედოროვმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება