„ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი RAV 4 წარადგინა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით, „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“, ტოიოტას ფლაგმანი მოდელი, ახალი თაობის RAV4, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე ავტოინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის წარდგენა არაფორმალურ გარემოში, სრულიად განსხვავებული ფორმატით შედგა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ავტომობილის მახასიათებლებს და ტესტ-დრაივ ფორმატში თავად გამოეცადათ მისი შესაძლებლობები.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ახალი Toyota RAV4-ის პრეზენტაციას. სწორედ ამიტომ, ტოიოტას ერთგულ მომხმარებელს დამატებითი ღირებულებას ვთავაზობთ და პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 31 ივლისის ჩათვლით „ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ ახალ RAV4-ს შეიძენენ და ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, ცენტრის 700 ლარამდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებენ. ვაუჩერი პრაქტიკული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა, ავტომობილის სერვისი თუ აქსესუარები პირდაპირ ოფიციალურ ცენტრში, ხარისხის გარანტიით უზრუნველყონ,” - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ უსაფრთხოებას უნარჩუნებს და ისეთ ძირითად რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა და გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა, ასევე ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში