დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებული ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით