ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - მეთიუ როი დესმონდი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 100 000 ლარის გადახდა დააკისრა და ქვეყნიდან გაძევება მიესაჯა

ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრიტანეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 100 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასევე, მას საქართველოდან გაძევება მიესაჯა და ქვეყანაში შემოსვლა 20 წლით აეკრძალა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დესმონდი ამავე დარბაზში საიმიგრაციო სამსახურს ჩაბარდა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.

პროკურატურის ცნობით, ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება