ადვოკატი - დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული

დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული,- ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სოციუმის ცრუ ინფორმაციით გამოკვებას ემსახურება, სწორედ ამიტომ პროცესების განხილვა უნდა ყოფილიყო საჯარო, „რომ ბრალდების მხარეს მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა“.

„ბრალდების მხარე გადასულია გამომძიებლების დაკითხვაზე, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. ამ გამომძიებლების დაკითხვა წინა პროცესზე დაიწყო ბრალდების მხარემ, მათი მხრიდან მიკერძოებულობა, გამოძიების დროს, მათ მიერ ჩვენების მიცემისას გამოიკვეთა.

დაცვის მხარე ყველა მოწმისგან ელოდება იმ ობიექტურ ჭეშმარიტებასა და რეალობას, რომ ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სოციუმის ცრუ ინფორმაციით გამოკვებას ემსახურება, რომ თითქოს პროცესზე ჟღერდება იმგვარი სახის ინფორმაცია მოწმეებისგან, რაც გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ამხელს.

პროცესების განხილვა უნდა ყოფილიყო საჯარო, რომ ბრალდების მხარეს მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონოდა, სატელევიზიო კომენტარების დროს",- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით