თიბისის მხარდაჭერით, „ზეტ ტრანს გრუპმა“ 100 ვაგონი შეიძინა

თიბისისა და „ზეტ ტრანს ჯგუფის“ პარტნიორობით, საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას 100 ახალი სატვირთო ვაგონი შეემატა. ეს ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომელიც ამ სექტორში განხორციელდა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 7 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც სრულად თიბისის დაფინანსებულია.

ახალი ვაგონები უკვე მოძრაობს აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულებით და კარბამიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ვაგონები ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა და თვეში საშუალოდ სამ-ოთხ ბრუნს ასრულებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის მიმართულებით დაახლოებით 40 000 ტონა ტვირთი უკვე გადაზიდულია.

ვაგონების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში სარკინიგზო გადაზიდვების შესაძლებლობებს - პროექტი ხელს უწყობს რეგიონში არსებული სპეციალიზებული სატვირთო ვაგონების დეფიციტის შემცირებასა და ზრდის ტვირთების გამტარუნარიანობას. ასევე აძლიერებს, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის, როლს.

„უკვე 10 წელზე მეტია “ზეტ ტრანს გრუპთან” ვპარტნიორობთ და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ წარმოებისა და სერვისების მიმართულებით. ეს ინვესტიცია კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და ბანკის პარტნიორობას შექმნას ღირებულება როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი ვაგონები აძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას და ხელს უწყობს ლოგისტიკური სექტორის განვითარებას. ლოგისტიკა კი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი წილი მშპ-ში 6%-ია. სექტორის ზომიდან და სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი და დასაწყობება თიბისისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ აქტიურად ვაფინანსებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამის შედეგია, რომ ბოლო სამ წელში თიბისის ლოგისტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს“, - დავით კონცელიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.

“კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო ტვირთბრუნვის ზრდისა და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის მიმართულებით. ჩვენთვის მთავარი პრინციპებია დროის ოპტიმიზაცია, ტვირთის გადაზიდვა უსაფრთხოდ და ხარისხის სრული დაცვით. ახალმა, თანამედროვე სავაგონე პარკმა ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, რაც შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, ჩვენ კი ამ მასშტაბურ პროექტს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით - განახლებული, თანამედროვე სავაგონე პარკით, რომლის გაფართოებაც, საჭიროების შემთხვევაში, კვლავაც შეგვიძლია. ეს გვაძლევს ჯანსაღ ამბიციას, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო პარტნიორული ქსელითა და რეალური მატერიალურ-ტექნიკური რესურსით შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ანაკლიის პორტის განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობა ხელს შეუწყობს შუა კორიდორისა და მთლიანად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას”,- ალექსი ნიკოლაიშვილი, Ztrans Group-ის დამფუძნებელი.

(R)

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით