ვოლოდიმირ ზელენსკი ფედოროვსა და სირსკის შორის დაპირისპირებაზე - მსურს, რომ მათ უკრაინა გააძლიერონ, მაგრამ რეალობაა ის, რაც არის - დარწმუნებული ვარ, მიხაილო ფედოროვი ჩემს გუნდში დარჩება

დარწმუნებული ვარ, რომ მიხაილო ფედოროვი ჩემს გუნდში დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რა ფორმით იქნება ეს, მოგვიანებით ისაუბრებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კონფლიქტის მოგვარება მის გარეშე არ შეუძლიათ.

„მე მხარეებს პატივს ვცემ. ვიცი მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მსურს, რომ მათ უკრაინა გააძლიერონ, მაგრამ რეალობაა ის, რაც არის. ასეთ დროს კი გამოსავალი ან ერთი მხარეა, ან მეორე. ისინი ჩემ გარეშე მაგიდასთან ვერ დასხდებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ თავის მრჩევლად დანიშვნა შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.

მან ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შეცვალოს.

„მტრის ასიმეტრიულად დასამარცხებლად შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი უნდა შევცვალოთ. ნაცვლად იმისა, რომ მოეფიქრებინა, თუ როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიულად, რაც მთავარსარდლის ამოცანაა, მან ის მოიფიქრა, თუ როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. დღეს, სწორედ აქ ვართ“, - განაცხადა მიხაილო ფედოროვმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში