ხოსე ენრიკე ბოფილი - ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საოპერაციო შედეგებსა და მომსახურების ხარისხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციითვე, ინტერვიუში ხოსე ენრიკე ბოფილმა განმარტა, რომ საქართველოს ბაზარზე Aqualia-ს შემოსვლის შემდეგ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული კაპიტალი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ნებისმიერი საინვესტიციო პროექტი თანმიმდევრულ და გონივრულ მიდგომას მოითხოვს.

„წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გადამწყვეტია. დღეს იმაზე ხუთჯერ მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ „ჯივიპიში“, ვიდრე 2022 წლამდე იხარჯებოდა და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტის დაბანდებას ვგეგმავთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ერთიანად განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები დიდ გავლენას ახდენს ტარიფზე. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომხმარებლისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი, საინვესტიციო ტემპი უნდა იყოს პროგრესული და ეტაპობრივი“, - აღნიშნა ბოფილმა.

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ოთხწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანების სიხშირე და წყალმომარაგების შეზღუდვის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც მომხმარებელი ყოველდღიურობაში უკვე გრძნობს.

მისი თქმით, სწორედ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად მიღწეული პროგრესის დამსახურებაა „ჯივიპის“ გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურ კავშირშიც - Leading Utilities of the World (LUOW), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯივიპის საოპერაციო მაჩვენებლები უკვე საერთაშორისო სტანდარტებს უტოლდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კაპიტალის მქონე კომპანია ვართ, „ჯივიპის“ გუნდის უმრავლესობას ქართველი პროფესიონალები შეადგენენ. რეალურად, ჩვენ ქართული კომპანია ვართ და გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წინსვლაში. ჩვენი უმთავრესი მისია ამ ქვეყნისა და მისი თითოეული მცხოვრებლისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა“, - აღნიშნა ხოსე ენრიკე ბოფილმა, რომლის განცხადებასაც „ჯივიპი“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს