Reuters - ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს

ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ირანმა იემენის ჰუსიტების მოძრაობას მიმართა თხოვნით, რომ მზად იყვნენ ბაბ-ელ-მანდების სრუტე გადაკეტონ წითელ ზღვაში თუ აშშ დარტყმებს მიიტანს ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

სრუტის გადაკეტვის იდეა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში განიხილებოდა და შესაბამისი მესიჯი ირანის მოკავშირე ჰუსიტებს გადაეცა.

ჰუსიტებთან ახლოს მყოფი წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებამ მომზადება დაასრულა გემებზე თავდასხმისთვის, და რაკეტები და დრონები განალაგა ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მახლობლად - იემენის მთიან რეგიონებში, საიდანაც ხოდეიდა და ადენის ყურე ჩანს, და ოპერაციის დაწყებაზე ბრძანებას ელოდება.

წყაროების ინფორმაციით, ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წარმომადგენლები, რომლებიც იემენში იმყოფებიან, გააკონტროლებენ იმაზე გადაწყვეტილებას თუ როდის დახურონ ბაბ-ელ-მანდების სრუტე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში