„რიყის დოქების“ ავტორი იტალიელი არქიტექტორები - სტუდია არაერთხელ გამოსულა მთავრობასთან მუშაობის წინადადებით, თუმცა შეთავაზებები უპასუხოდ დარჩა - საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„რიყის დოქების" დემონტაჟი „კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯია“. ამის შესახებ განცხადებას „რიყის დოქების“ ავტორი, იტალიური არქიტექტურული ჯგუფი Studia Fuksas-ი ავრცელებს.

„ბოლო თვეების განმავლობაში სტუდია არაერთხელ გამოსულა საქართველოს მთავრობასთან მუშაობის წინადადებით ალტერნატიული გზების გამოსანახად, რომლებიც შეძლებენ ამ საკულტო შენობის შენარჩუნებას და ახალი ფუნქციის მონახვას, და იმის თავიდან არიდებას რაც გვჯერა რომ იქნება ნაადრევი და გამოუსწორებელი დემონტაჟი.

სამწუხაროდ, ეს შეთავაზებები უპასუხო დარჩა…

საერთაშორისოდ აღიარებული და ჯილდოების მქონე არქიტექტურული ნიმუშის დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

მეტიც, შენობა საჯარო სახსრებით აშენდა და მისი დემონტაჟი დამატებით საჯარო ხარჯებს მოითხოვს, იმის ნაცვლად, რომ მისი პოტენციალური ხელახლა გამოყენება და აღდგენა შევაფასოთ…

თბილისს შესაძლებლობა აქვს დაუსრულებელი პროექტი აღადგინოს და ინოვაციისა და საერთაშორისო გახსნილობის სიმბოლოდ გარდაქმნას - ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა”, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში