დონალდ ტრამპი - 2020 წლის არჩევნების დროს ჩინეთმა 18 შტატში ათობით მილიონი ამომრჩევლის მონაცემები იყიდა, მოიპარა ან გატეხვის გზით მოიპოვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთი 2020 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდა, რათა მისთვის გამარჯვებაში ხელი შეეშალა.

„ჩინეთის მთავრობას სურდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შემდეგ არჩევნებში წაეგო. მათ ჩემი დამარცხება იმიტომ სურდათ, რომ იცოდნენ, მათ ზრახვებს ვხვდებოდი", - აღნიშნა ტრამპმა, რომელმაც აშშ-ის მოსხლეობას მიმართა.

მისი მტკიცებით, 2020 წელს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა დაიწყეს ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რომ ჩინეთმა 18 შტატში ათობით მილიონი ამომრჩევლის მონაცემები იყიდა, მოიპარა ან გატეხვის გზით მოიპოვა.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტმა 2020 წელს მიჩიგანში ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითური სქემა ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა დაფარეს.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო: გადაიხადე, ითამაშე და მოატყუე. საქმეზე მომუშავე FBI-ის აგენტები მიიჩნევდნენ, რომ დანაშაულები იყო ჩადენილი, თუმცა ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება განზრახ გააჭიანურა და საბოლოოდ ჩაახშო", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს სთხოვს, იუსტიციის დეპარტამენტთან ითანამშრომლოს, რათა „ნებისმიერ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ“.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით