ირანული მედია - აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა

აშშ-ის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანის ჰორმოზგანის პროვინციაში რამდენიმე ხიდი დაზიანდა, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ხიდების უმეტესობა იმ მარშრუტებზე მდებარეობს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბანდარ-აბასს უკავშირდება. ქალაქში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ბაზაა განთავსებული.

მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანდარ აბასში რკინიგზის კვანძი დაზიანდა. ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ ცნობით კი, ბანდარ აბასსა და მიმდებარე სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

ირანული სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში