ზოგჯერ ერთი ჩვეულებრივი ფრაზა წლების შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. სწორედ ასეთი, ერთი ჩვეულებრივი ფრაზით დაიწყო კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარე ლაგვანის მარნის ისტორიაც.
მარანი 2018 წელს პროფესიით იურისტმა, სანათა წიწუაშვილმა დააარსა. მანამდე მეღვინეობა მისთვის უფრო ოჯახურ ტრადიციასთან, ვენახთან და კახეთში მამის სახლთან დაკავშირებული ნაცნობი ამბავი იყო, ვიდრე საკუთარი პროფესიული მომავლის ნაწილი.
სექტორის შესწავლის შემდეგ პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა და სანათამ მცირე რაოდენობით ბიო და ნიშური ღვინის წარმოება დაიწყო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოყენებული ყურძნის ჯიშები აუცილებლად ახმეტის რაიონიდან ყოფილიყო და თითოეულ ბოთლში ადგილობრივი მიწის, კლიმატისა და ახმეტური ვენახების ხასიათი შენარჩუნებულიყო.
ღვინო, კერძები და ქართული სტუმარმასპინძლობა
გარკვეული პერიოდის შემდეგ მარანს ღვინის დეგუსტაციებიც დაემატა. სტუმრებს შეეძლოთ ადგილობრივი ყურძნისგან დაყენებული ღვინის დაგემოვნება და ქვევრის ტრადიციის გაცნობა. სადეგუსტაციო მენიუს მოგვიანებით ავთენტური, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებიც შეემატა და დღეს ლაგვანის მარანი ტურისტებს რეგულარულად მასპინძლობს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მარანი მხოლოდ ღვინის დასაგემოვნებელ ადგილად არ აღიქვას. მინდა, აქედან ქართული ღვინის, ადგილობრივი სამზარეულოს, ახმეტის ტრადიციებისა და იმ ისტორიის გაცნობით წავიდეს, რომელმაც ეს ადგილი შექმნა.“
განვითარება, რომელიც გრძელდება
ამ გზაზე სანათას საკუთარი მიზნების მიღწევასა და ბიზნესის განვითარებაში პროკრედიტ ბანკი უჭერს მხარს. პროკრედიტთან თანამშრომლობით ის გეგმებს ეტაპობრივად აღწევს.
სამომავლო მიზნები მხოლოდ მარნით არ შემოიფარგლება. ლაგვანის მარნის ტერიტორიაზე ახლა საცხობი შენდება, რომელშიც პატარა კაფეც განთავსდება. მალე სტუმრებს ღვინოსა და ადგილობრივ კერძებთან ერთად ახლად გამომცხვარი პურით, სხვა საცხობი პროდუქტებითა და საკონდიტრო ნაწარმითაც გაუმასპინძლდებიან.
ახალი სივრცე მარნის ბუნებრივი გაგრძელება იქნება ადგილი, სადაც ერთმანეთს ღვინო, პური, ადგილობრივი სამზარეულო და ქართული სტუმარმასპინძლობა შეხვდება.
ლაგვანის მარანი მხოლოდ ბიზნესის ისტორია არ არის. ყველაფერი მამის ერთი, თითქოს ჩვეულებრივი ფრაზით დაიწყო:
„მოდი, აქ მარანი გავაკეთოთ.“
ეს იყო იდეა, რომელიც შვილმა რეალობად აქცია. მამის დანატოვარ ვენახებზე შექმნა მარანი და დღეს სიყვარულითა და შრომით აგრძელებს მის განვითარებას.
(R)