აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების, კულტურული გაცვლის პროგრამის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების ვადის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი საბოლოო წესით, ფიქსირებული ვადები დაწესდება F ტიპის ვიზებისთვის, რომლებითაც უცხოელი სტუდენტები სარგებლობენ, J ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებს აშშ-ში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს და I ტიპის ვიზებისთვის, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე გაიცემა.

ძალაში შესვლის თარიღი ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღეა, რაც კონგრესის მიერ განხილვას ექვემდებარება.

Reuters-ი წერს, რომ უახლესი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებსა და უცხოელ ჟურნალისტებს ახალ დაბრკოლებებს შეუქმნის. ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ვიზა - რომელიც ამჟამად შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდეს - მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის - 90 დღით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზის მფლობელებს ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა შეეძლებათ.

რეგულაციების თანახმად, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ეკრძალებათ სწავლის რომელიმე ეტაპზე „საგანმანათლებლო მიზნების“ შეცვლა ან შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა სასწავლებელში გადასვლა.

ამასთანავე, დიპლომის მიღების ან სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების დასატოვებლად სტუდენტებისთვის გამოყოფილი ვადა 60 დღიდან 30 დღემდე მცირდება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში