მაკა ბოჭორიშვილი - ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე

ამ მინისტერიალში მონაწილეობა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მონაწილეობა შეაფასა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან.

„პოლიტიკური ტერორიზმის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან. კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო ვაშინგტონში, ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა იყო, მონაწილეობა მიგვეღო და გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში დადგა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება, უცხოური დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება, განსაკუთრებით გარე დაფინანსებით, რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. სწორედ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღელვებდეს საერთაშორისო საზოგადოებას,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საკითხებს.

“საინტერესო დისკუსია შედგა კოლეგა მინისტრებს შორის. ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული. რა თქმა უნდა, როდესაც ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სხვადასხვა იდეოლოგიური მიმართულება. სწორედ ამ კუთხით, ჩვენი მონაწილეობა ამ მინისტერიალში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ ყურადღება გაგვემახვილებინა სწორედ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რადიკალიზმის პრობლემასა და პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც ჩვენ საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს