მამუკა მდინარაძე - შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა, მაგრამ პერსპექტივაში ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა და ამისთვის უნდა დაისაჯო - ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედის გინება ნორმა ვერ იქნება

ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა. გამოხატვის თავისუფლება ვერ იქნება ადამიანის ღირსების შელახვა, ამას შეეგუონ, - ამის შესახებ ვიცრე - პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა, მაგრამ ეს საშუალოვადიან, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა“.

“ჩვენი მიზანია ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღონ და წესად არ დაამკვიდრონ. ამას ემსახურება სწორედ ეს მიდგომა. შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და გადაწყვეტა ამ მიმართებით, მაგრამ ეს საშუალოვადიან, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა, ამისთვის უნდა დაისაჯოს. რაღაც პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, პირობითად, 10 წლის შემდეგ, ეს იყოს მორალიდან გამომდინარე ადამიანის ქცევა, მაგრამ დღეს როგორც ვხედავთ, საჭირო გახდა, რომ ამ ყველაფრის სამართლებრივი უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო. ამიტომ კარგია, რომ ამას უკვე შედეგები აქვს - შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში, მიმართვები და ა.შ. ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტა, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა. გამოხატვის თავისუფლება ვერ იქნება ადამიანის ღირსების შელახვა, ამას შეეგუონ და მიიღონ ის მკაცრი სახდელი და შემდეგში თუ რეციდივულად მიჰყვებიან იმავე საქმიანობას სასჯელიც, რომელიც ქართულმა სამართლებრივმა პოლიტიკამ გადაწყვიტა”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში