მამუკა მდინარაძე „რიყის დოქებზე“ - ჯერ ერთი, დოქები რატომ არის, უფრო გრაფინია! - რაც მთავარია, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის „ჭკუაზე მოყვანა“

ჯერ ერთი, დოქები რატომ არის, უფრო გრაფინია! - რაც მთავარია, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის „ჭკუაზე მოყვანა“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. რიყის დოქებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შენობის სულ მცირე კონდიცირების სისტემის მოსაწყობად იმაზე მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე თავად შენობაზე დაიხარჯა.

„ჯერ ერთი, დოქები რატომ არის, უფრო გრაფინია! დოქი რატომაა, ვინმემ იცით? ფორმით არის დოქი? რით არის დოქი? რაც მთავარია, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის „ჭკუაზე მოყვანა“. კონდიცირება, სისტემა, რომელიც შიგნით ამ შენობაში რომ შეხვიდე, გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა. ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი უხარისხოდ არის ნაშენები, მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანა. მე როგორც ვიცი, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა. ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ, რომელიც ამის მზაობას გამოხატავს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის რა დაუჯდება“.- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს