კახა კალაძე - ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, განცხადებებით და იმ უსამართლო დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ

რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, თავიანთი განცხადებებით და იმ უსამართლო დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ განაცხადა, „ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ, ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც“.

კალაძის თქმით, ქართველი ხალხისთვის დასავლეთის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორ შეიძლება, ნდობაზე ვისაუბროთ, როდესაც ვისმენთ იმ ტიპის განცხადებებს და ვხედავთ გადაწყვეტილებებს რეზოლუციების სახით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით შემოიფარგლება და სიცრუით არის გაჯერებული. ცხადია, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად უყურებს, შეფასებასაც აკეთებს და ეს დამოკიდებულება, რაც არის ქართული სახელმწიფოს მიმართ, კატეგორიულად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, ევრობიუროკრატიის მიმართ ნდობა შემცირებულია ისევ და ისევ თავიანთი გადაწყვეტილებებით, თავიანთი განცხადებებით და იმ უსამართლო დამოკიდებულებით, რაც ქართული სახელმწიფოს მიმართ აქვთ”, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე შეაფასა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა, სადაც მან პოლიტიკურ ტერორიზმზე ისაუბრა.

„ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, რომ ავუხსნათ საზოგადოებას, რას ნიშნავს პოლიტიკური ტერორიზმი. ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო სხვა სახელმწიფოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელოს”, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში