საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა დაკავშირებადებისა და „შუა დერეფნის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა. ლიდერებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომ განვითარებას. თურქმენულმა მხარემ სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების ინტერესი გამოთქვა. შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა რეგიონული განვითარებისა და კეთილდღეობისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც გაიმართა.

„შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი კომისიის როლი. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობაზე და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თურქმენეთის პრეზიდენტი დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში