კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე - ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირის იმას, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და არ გახსნა მეორე ფრონტი

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი“ და მისი აგენტურა დღემდე მისტირის იმას, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში და საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.

კალაძის თქმით, ეს განცხადება 2008 წლის ომის გამართლების მცდელობაა, რომელიც ქვეყანას დაკარგულ ტერიტორიებად და დაღუპულ მოქალაქეებად დაუჯდა.

„წარმოუდგენელი განცხადება მოვისმინეთ „დიფ სთეითის” წარმომადგენლის მხრიდან. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი” და მისი აგენტურა დღემდე მისტირის იმას, რომ საქართველო არ აჰყვა მათ ავანტიურას, არ ჩაერთო ომში და ქვეყანაში არ გახსნა მეორე ფრონტი.

ომისა და მეორე ფრონტის მსურველები დღესაც გამოდიან და გვიმტკიცებენ იმას, რომ უკრაინა არის საუკეთესო მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ტერიტორიები, ასი ათასობით ადამიანია დაღუპული, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, უმძიმესი მდგომარეობაა და ამ ყველაფრის მიუხედავად, [მათი მტკიცებით] საქართველო არის ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ საქართველომ არ დაიწყო ომი, არ გახსნა მეორე ფრონტი, ამას გვიმტკიცებენ ეს აგენტურის წარმომადგენლები.

ეს კიდევ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ცდილობენ ამ განცხადებით. ცდილობენ, რომ გაამართლონ ის დანაშაული, რაც 2008 წლის ომად, განადგურებულ ინფრასტრუქტურად, დაკარგულ ტერიტორიებად, გარდაცვლილ ადამიანებად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. ის, რაც მოხდა, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „დიფ სთეითი” საერთოდ არ თვლის და საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფოებრიობის ბედი, მათთვის მთავარი არის ის, რომ დავალებები და ინტერესი, რაც წამოვა, ამ ინტერესს შეეწიროს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, ვინც პირველ რიგში ატარებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესს, შესაბამისად, ეს განცხადებები ყველაფერზე ძალიან კარგად მიუთითებს“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში