ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის სავიზო რეგულაციებს დისკრიმინაციულს უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გააუქმოს ახალი სავიზო რეგულაციები, რომელიც, პეკინის შეფასებით, „დისკრიმინაციულია".

„ჩინეთი უარყოფს აშშ-ის გადაწყვეტილებებს, რომლებიც არავის ინტერესებს არ ემსახურება", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პეკინი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების, კულტურული გაცვლის პროგრამის მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების ვადის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელზე მეტი აღარ იქნება. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ვიზა - რომელიც ამჟამად შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდეს - მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის - 90 დღით.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში