პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - პარტიის დეპუტატებისა და წარმომადგენლების მიმართ „ოცნებამ“ პროვოკატორების ხელით პროვოკაციის მოწყობა სცადა - ჩვენი გუნდის მხრიდან პროვოკაცია მშვიდობიანად აღმოიფხვრა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ცნობით, შუახევში, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და პარტიის წარმომადგენლები რეგიონული ტურნეს მართავდნენ „ქართულმა ოცნებამ“, პროვოკატორების ხელით, პროვოკაციის მოწყობა სცადა.

მათი ცნობით, ეს პარლამენტში განხორციელებული დაუსჯელად დარჩენილი კრიმინალური თავდასხმის გაგრძელება და განსხავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობაა.

„ამ წუთებში რეგიონული ტურნეს ფარგლებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ „ოცნებამ“ პროვოკატორების ხელით პროვოკაციის მოწყობა სცადა შუახევში, სადაც ჩვენი გუნდის წევრები ადგილობრივ პრობლემებს აშუქებდნენ.

ჩვენი გუნდის მხრიდან პროვოკაცია მშვიდობიანად აღმოიფხვრა. დამატებით ინფორმაციას პროვოკატორების ვინაობის შესახებ აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებასა და მედიას. თითოეული მოგზავნილი პროვოკატორი დაფიქსირებულია ფოტო-ვიდეო საშუალებებით.

ეს არის პარლამენტში ჩვენს გუნდზე განხორციელებული დაუსჯელად დარჩენილი კრიმინალური თავდასხმის გაგრძელება და განსხავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს