თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ლინიკური მენეჯერების გადამზადების კურსის“ 2026 წლის გაზახულის სემესტრი წარმატებით დასრულდა.
კლინიკური მენეჯერების გადამზადების კურსი 2026 წელს სამმა ჯგუფმა, ჯამში 60-მა მონაწილემ გაიარა.
მსმენელების სამივე ნაკადი პროგრამის შინაარსობრივ ღირებულებას, აქტუალურობასა და ტრენერების კომპეტენციას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს. შეფასების შედეგები აჩვენებს იმასაც, რომ „კლინიკური მენეჯერების გადამზადების კურსი“ მონაწილეთა მიერ აღიქმება როგორც მაღალი ხარისხის და პროფესიულად ღირებული პროგრამა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კურსი დასაქმების შესაძლებლობასაც იძლევა, რაც პროგრამის კიდევ ერთი დადებითი მხარეა და კურსის მიმართ ინტერესს ზრდის. კლინიკებმა პროგრამის მსმენელების დასაქმების ინტერესი უკვე გამოხატეს - მესამე ჯგუფში ერთ-ერთმა მონაწილემ მოქმედი კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე შეთავაზება მიიღო.
თსსუ-ის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა - ‘’კლინიკის მენეჯერების სასწავლო კურსი’’, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, მოიცავს 36-საათიან ინტენსიურ მოდულს, რომლის ფარგლებში განიხილება კლინიკის მართვის, ორგანიზაციული განვითარებისა და ფინანსური მენეჯმენტის აქტუალური საკითხები. ტრენინგი კვირაში სამჯერ ტარდება.
კურსის მიზანია კლინიკური მენეჯმენტის სფეროში დასაქმებული და ამ მიმართულებით დაინტერესებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება. პროგრამის გავლა ასევე შეუძლიათ საშუალო რგოლის მენეჯერებსა და ფინანსისტებსაც.
სასწავლო პროგრამის ავტორები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია. კურსს 10 ტრენერი ჰყავს: თსსუ-ის პროფესორი ზაზა ბოხუა, თამარ გაბუნია, აკაკი ზოიძე, თსსუ-ის პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მაია კერესელიძე, თსსუ-ის პროფესორი გივი ჯავაშვილი, თსსუ-ის პროფესორი შალვა (დავით) ზარნაძე, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ირინა ზარნაძე, ზურაბ შენგელია და გელა გელაშვილი.
თსსუ-ის ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა - ‘’კლინიკის მენეჯერების სასწავლო კურსი’’ მსმენელების მიღებას სექტემბრიდან განაახლებს.
აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში კლინიკური მენეჯმენტის განათლების განვითარების მიმართულებით და ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.