დიმიტრი პესკოვი - რუსეთი აშშ-ის არჩევნებში არასდროს ჩარეულა

მოსკოვი არასდროს ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში, კატეგორიულად უარვყოფთ ყველა ბრალდებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“რუსეთს არანაირად არ მოუხდენია გავლენა აშშ-ის არჩევნებზე. ჩვენ უარვყოფთ ყველა ბრალდებას, კატეგორიულად უარვყოფთ მათ”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, აშშ-მა ადრე ჩაატარა მრავალი გამოძიება, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსკოვს არანაირი კავშირი არ ჰქონდა აშშ-ის საარჩევნო კამპანიებთან.

პესკოვის მტკიცებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და ელის, რომ სხვა ქვეყნებიც მსგავსად იმოქმედებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მოწინააღმდეგეებს - რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას - ამერიკის საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომეტირების შესაძლებლობა აქვთ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში