ენდი ბერნემი დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა

მანჩესტერის ყოფილი მერი, ენდი ბერნემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ყოფილმა მერმა პარლამენტის წევრების, პროფკავშირებისა და პარტიული ფილიალების უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვა, რის გამოც ის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ერთადერთ შემცვლელ კანდიდატად იქცა.

კირ სტარმერი ორშაბათს სავარაუდოდ, ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზთან შესახვედრად და იმავე დღეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას ბერნემს გადააბარებს.

ამის შემდეგ ბერნემი დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოვა, ნაშუადღევს კი მინისტრთა კაბინეტს დანიშნავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში