უკრაინის წინააღმდეგ მასირებული დარტყმების გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

უკრაინის წინააღმდეგ მასირებული დარტყმების გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ პარასკევს, 17 ივლისს, გადაწყვეტილება მიიღო სანქციები შემოიღოს ერთი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ მასირებული რუსული დარტყმების საპასუხოდ, კერძოდ კი, კიევის წინააღმდეგ 1, 2 და 5 ივლისს განხორციელებული თავდასხმებისთვის.

სუბიექტები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები შემოიღეს, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემადგენლობაში შედიან და დრონების წარმოებით არიან დაკავებულნი.

სიაში შეყვანილი ხუთივე იურიდიული პირი ABS Electro კომპანიათა ჯგუფში შედიან, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც დრონების გამოყენებით საბრძოლო ქმედებების საწარმოებლადაა საჭირო.

ეს იურიდიული პირები ხელს უწყობენ სისტემების განვითარებას, რომლებიც რუსული დრონების - როგორებიცაა "შაჰედისა" და "გერანის" ტიპის დრონები - საბრძოლო შესაძლებლობებს ზრდიან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისადმი მათი გამძლეობის გაზრდის ხარჯზე.

ამას გარდა, რამდენიმე კომპანია მართვის ავტომატიზებულ სისტემებს აწარმოებს რუსული ენერგეტიკული სექტორისთვის, რაც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა რუსეთის მთავრობისთვის.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში