უკრაინის მთავრობამ ანდრეი სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სერგეი კორეცკი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტთან შეთანხმებით, მთავრობამ დანიშნა ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ანდრეი სიბიგა - საგარეო საქმეთა მინისტრის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მნიშვნელოვანია მუშაობის უწყვეტობის შენარჩუნება თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში”, - წერს კორეცკი.
ცნობისთვის, 16 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალ შემადგენლობას დაუჭირა მხარი, თუმცა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მაშინ არ იყვნენ დანიშნული.