ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც რუსეთზე სანქციების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობს და ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს

მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც რუსეთზე სანქციების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობს და ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ვინც ამჟამად ამ ომისთვის რუსეთზე სანქციებისა და სხვა ზეწოლის გასაძლიერებლად კანონპროექტზე მუშაობს. სენატორი ლინდსი გრემი ძალიან ბევრს მუშაობდა ძლიერი კანონპროექტის მოსამზადებლად, და მასთან ამას განვიხილავდით ჩვენი შეხვედრების დროს. მახსოვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის, და ამას ნამდვილად შეუძლია ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გაფართოება, რათა რუსეთს დიპლომატია და მშვიდობა ვაიძულოთ. ყველაფერი, რაც რუსეთის შემოსავლებს ამცირებს, ასევე ამცირებს უკრაინისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას. ძალიან ვაფასებ, რომ თეთრი სახლი ამ კანონპროექტის საჭიროებას ხედავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი სწორედ ის ადამიანია რომლის სიძლიერესაც შეუძლია მშვიდობის დაახლოება. ყველაფერი, რაც ძალას იძლევა მშვიდობისთვის, სასარგებლოა. მადლობა!“, - წერს ზელენსკი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში