აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა დაასრულა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა წარმატებით დაასრულა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„CENTCOM-ის სამიზნეებს შორის იყო : ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო ობიექტები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილები და საკომუნიკაციო ქსელები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი იყო კიდევ უფრო შეემცირებინა ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებს.

ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა „მტრის სამიზნეების“ მიმართულებით რაკეტების კიდევ ერთი ტალღა გაუშვა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს