მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა

მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა.

ის საგამოძიებო უწყებაში აგარანის მამულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იყო დაბარებული, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. რა კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა მრელაშვილს უცნობია, რადგან პოლიციის შენობა მომღერალმა უკომენტაროდ დატოვა.

მანამდე კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციასა და ალექსანდრე მრელაშვილს შორის გარკვეულ დაპირისპირებას ასახავდა. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, თელავის პოლიციის განყოფილებაში მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ცნობისთვის, მომღერალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე აგარანის მამულში ჭიღლაძეების ქორწილის საღამოს უძღვებოდა, სადაც რუს ტურისტებსა და ქორწილში მყოფ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, თელავში ქორწილისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა რუს ქალს. დაკავებულია ერთი პირი - გიორგი ჭიღლაძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია