მარკო რუბიო - არაერთხელ ვცადეთ ირანთან  მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა და ამ ძალისხმევას მომავალშიც გავაგრძელებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადებით, აშშ ღიაა ირანთან დიპლომატიისთვის, - CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ეუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის. არაერთხელ ვცადეთ ირანთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა და ამ ძალისხმევას მომავალშიც გავაგრძელებთ. თუ ეს კარი კვლავ გაიღება, მოხარული ვიქნებით“, - აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი გააკრიტიკა გემებზე თავდასხმისა და ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის შეფერხებისთვის.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში ვერ იქნება, თუ ისინი მის პირობებს არღვევენ. ისინი კვლავ გვიგზავნიან სიგნალებს, რომ საუბარი და მოლაპარაკებების გაგრძელება სურთ, თუმცა ჩვენ მათ ქმედებებს ვპასუხობთ. მათი ქმედებები კი ის არის, რომ უშვებენ რაკეტებსა და დრონებს გემების მიმართულებით, მათ შორის - დღესაც“, - აღნიშნა რუბიომ.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს