„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 3 876.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 876.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

“საქსტატის” ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს.

“აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 62.6 პროცენტით გაიზარდა და 2 391.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (417.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (308.4 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (243.7 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 466.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 304.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 147.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.2 პროცენტი)”, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია