კახა კალაძე - ვინც საღად აზროვნებს, არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა - სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, რევოლუციების მოწყობა გარედანაა თავსმოხვეული, რაშიც წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა

ვინც საღად აზროვნებს, არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობას ეხებოდა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების წახალისება გარედან თავსმოხვეულია და ამ მიზნით გარკვეული ოდენობის თანხაც იხარჯება.

„თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია, დაპირისპირების მცდელობა, რევოლუციების მოწყობა, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, წახალისება გარედანაა თავსმოხვეული და წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ამ ყველაფერში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ შედეგებსაც დადებს.

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა. სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, ვინმეს გაკეთებული საქმე შენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ამის გამო შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. გარკვეული დრო სჭირდება, შედეგი აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია