პაატა ზაქარეიშვილი ქორწილში მომხდარზე - ეს ქალები როგორც მოიქცნენ, ტიპური რუსული ქცევაა, ეს უნდა მოითოკოს, დასრულდეს! არაპირდაპირ, მაგრამ პანღურის გარტყმით უნდა მოხდეს მათი გაძევება - კეთილი ვინებოთ და დავუწესოთ რუსებს სავიზო რეჟიმი!

ძალადობას გამართლება ვერანაირად ექნება, მაგრამ ამით არ შეიძლება წერტილის დასმა - ეს ქალები როგორც მოიქცნენ, ტიპური რუსული ქცევაა, ეს უნდა მოითოკოს და დასრულდეს! - ახლა კარგი მომენტია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსეთს, რომ ჩვენ მათი კოლონია არ ვართ და პანღურის გარტყმით (არაპირდაპირ) მოხდეს ამ ხალხის გაძევება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც კახეთში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ყველაფერი უვიზო მიმოსვლაზე მიდის და ახლა სწორი დროა, რომ რუსებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეს იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად მათ საქართველოსი შემოსვლის და ცხოვრების პირობები გაურთულდეთ.

„ძალადობას გამართლება ვერანაირად ექნება, მაგრამ ამით არ შეიძლება წერტილის დასმა - მძიმე უნდა დაისვეს და საუბარი გაგრძელდეს. ყველაფერი საბოლოოდ უვიზო მიმოსვლაზე მიდის და კეთილი ვინებოთ და ახლა მაინც უნდა დავუწესოთ რუსებს სავიზო რეჟიმი, რომ მეტ-ნაკლებად მათ საქართველოსი შემოსვლის და ცხოვრების პირობები გავურთულოთ, რადგან რუსეთი ჩვენი მტერია! მხოლოდ პუტინი კი არა, მთელი რუსეთია ჩვენი მტერი! ამ ქალების მოქმედებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში არის კანონი და სამართალი და ძალადობის შემთხვევაში სულ ცოტა სამართლებრივი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამ ახალგაზრდის მიმართ, მაგრამ ეს მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტში უნდა გავარკვიოთ. ეს ქალბატონები არიან პროვოკატორები და მგონია, რომ პირველ რიგში მათ მიმართ უნდა აღიძრას გარკვეული საქმე. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ვინმეს ციხეში გაშვების - გინდ ამ ქალების და გინდ ამ ახალგაზრდის, მაგრამ გარკვეული ჯარიმებით და ფორმებით, ჩემი აზრით, კარგი შეტყობინება იქნება რუსებისთვის თუ გაძევებულები იქნებიან საქართველოდან. სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მათმა ქცევამ საქართველოში გამოიწვია საზოგადოების ინტერების მავნე ქმედებები, ჩაერივნენ ქორწილში და შეურაცხყოფა მიაყენეს. თუ გააძევებენ კარგი იქნება, რათა სხვებმა დაინახონ, რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით. ამ ახალგაზრდას მსუბუქი ჯარიმით შეიძლება შემოიფარგლონ.

ეს ქალები როგორც მოიქცნენ, ტიპური რუსული ქცევაა, ეს უნდა მოითოკოს და დასრულდეს. საქართველო აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი. ახლა კარგი მომენტია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსეთს, რომ ჩვენ მათი კოლონია არ ვართ და პანღურის გარტყმით [არა პირდაპირ] მოხდეს ამ ხალხის გაძევება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტოლოგმა ისაუბრა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამადლობელ წერილზე, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნა.

ზაქარეიშვილის შეფასებით, ტრამპის გამოგზავნილი წერილი მხოლოდ პროტოკოლის ნაწილია და ამ ტიპის წერილებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან არანაირი საერთო არ აქვს.

„არაფერი მგონია - ეს ნამდვილად პროტოკოლური შინაარსის წერილია. ამ ტიპის წერილი ტრამპს ამ ხელისუფლების პირობებში 26 მაისსაც გამოუგზავნია, როდესაც მიულოცა - ის კიდევ უფრო უნიკალური იყო იმით, რომ მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხებოდა. არსებობს გარკვეული დეპარტამენტი, სადაც 1-2 ადამიანი მუშაობს, აქვთ სახელმწიფოების სია, როდის რომელ სახელმწიფოს აქვს დამოუკიდებლობის დღე და მოგვილოცა. დარწმუნებული ვარ, ვინც არ დაიზარებს და შევა სახელმწიფოების საიტებზე, მაგალითად კონგოში ან ამ ტიპის სხვა სახელმწიფოებში, ნახავს, რომ თუკი ამათ მიულოცეს ტრამპს, ტრამპმაც შესაბამისად, დაახლოებით იმავე სიტყვებით მიულოცა. ამ ტიპის წერილებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან არანაირი საერთო არ აქვს, ეს არის პროტოკოლური კეთილი განწყობის წერილები - რაკი მომილოცე, გპასუხობ, რადგან შენი მოლოცვა უპასუხოდ არ დარჩეო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად არის შესაძლებელი, საბოლოოდ, დონალტ დრამპმა საქართველოს სახით „არა იმდენად დემოკრატიული, რამდენადაც სტაბილური პარტნიორი აირჩიოს“, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ამის შანსი 50/50-ზეა.

„საქართველო რომ ტრამპისთვის არა პიროვნულად, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საინტერესო ყოფილიყო, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესი მუშაობს - უცებ აღმოაჩენდნენ საქართველოში რაღაც უნიკალურ ლითონს, რომელიც 10კმ-ით სიღრმეშია, ქართველებს ამოღება არ შეუძლიათ და ამერიკელებს შეუძლიათ - არ არის გამორიცხული ამ ტიპის რაღაც მომხდარიყო, მაგრამ რამდენი ხანია ტრამპი პრეზიდენტია და არაფერი მომხდარა. თეორიულად, ტრამპისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ თუ აქამდე ასე არ მოხდა ტრამპს საქართველო არ აინტერესებს. რაკი ამდენ ხანს საქართველოს მიმართ რეაგირება არ მოხდა, ახლა კონგრესში არჩევნებია - რა დროს საქართველოა? სად სცალიათ ჩვენთვის? - მე პრაგმატულად არ ველოდები, რომ ტრამპის თავში რაღაც აინთოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს