სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა მოხდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვა მოხდება.

როგორც რცხილაძის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი აცხადებს, დაცვის მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

„აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება, ჩვენ მის მის გაუქმებას მოვითხოვთ, ან უფრო მსუბუქით - გირაოთი შეცვლას. ბრალს არ აღიარებს ბუნებრივია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ადამიანი ჯაშუშობაში გაამართლონ, რადგან რეალურად მართლა არ არის ჯაშუში და მთელ იმ დოკუმენტებში, მტკიცებულებებში, რაც ბრალდების მხარემ ჩადო საქმეში, არ მოიპოვება არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც, რომ რამე ჯაშუშური ქმედება განახორციელა. საქმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს და დღემდე, არ ამბობენ თვითონ, რომელ ორ ქვეყანას გულისხმობენ. თქვან, მაგ დედმამიშვილებმა, არაფერია დასამალი, პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, გაასაჯაროვონ მასალები და თუ ეს ადამიანი მართლა ჯაშუშია, საზოგადოებას დაუმტკიცონ, მე ვამბობ, რომ არ არის ჯაშუში. ჩვენი მოთხოვნაა, ყველაფერი გაასაჯაროვონ, სხდომები გახსნან“, - აცხადებს გოლუბიანი.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია