კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი ღვარცოფის ნარჩენებისგან თითქმის სრულად გაიწმინდა - სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავის გამაგრებაც

თელავში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები.

მისივე თქმით, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავის გამაგრება.

“თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც.

ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სხვადასხვა სოფლებში ვამუშავებთ სავარგულებს, დაზიანებულ გზებს. მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი საშუალებების აქტიური გამაგრება“,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ თელავში, თელავის ხევი ადიდდა, რომელმაც დატბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია