ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთის მხრიდან ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს - ეს ომი უნდა დასრულდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ ომის ერთადერთ მიზეზზე - რუსეთზე ზეწოლის გაზრდით

მოსკოვის რეგიონი. ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ შედეგი გამოიღო ლოგისტიკური ობიექტებისა და ნავთობის საცავის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მადლობა უპილოტო სისტემების ძალების მეომრებს, ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, სარაკეტო ძალებსა და არტილერიას, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებს. სამიზნეები ჩვენი საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე იყო. შავ ზღვაში ასევე დარტყმა განხორციელდა ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერსა და ოთხ სატვირთო გემზე“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ეს მხოლოდ რუსეთზე ზეწოლის გაზრდით არის შესაძლებელი.

„ჩვენ სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთის მხრიდან ჩვენი ქალაქებისა და თემების წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა დარტყმას. ეს ომი უნდა დასრულდეს და ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ ომის ერთადერთ მიზეზზე - რუსეთზე - ზეწოლის გაზრდით“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია