ირანის საგარეო უწყება - აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური კომუნიკაცია გრძელდება

აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური კომუნიკაცია მედიატორების მეშვეობით გრძელდება, - Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„მედიატორებისგან მივიღეთ ინფორმაცია, მივიღეთ შეტყობინებები - დეტალებში არ შევალ - თუმცა მთავარი ისაა, რომ ბოლო დღეებში დიპლომატიური აპარატი აქტიურად მუშაობდა და გარკვეულმა მედიატორებმა იდეები მოგვაწოდეს”, - აღნიშნა ისმაილ ბაღაიმ.

მისი თქმით, ირანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს