კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა - ჩემი სამუშაო დასრულებულია, მივდივარ ღირსეულად, ღიმილით და ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ!

კირ სტარმერი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„პარლამენტის წევრმა სერ კირ სტარმერმა დღეს დილით მეფესთან აუდიენცია გამართა და პრემიერ-მინისტრისა და ხაზინის პირველი ლორდის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა, რომელიც მისმა უდიდებულესობამ სიამოვნებით მიიღო“, - აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

მანამდე სტარმერმა დაუნინგთ სთრითში გამოსამშვიდობებელ სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ თანამდებობას ღირსეულად, ღიმილით და სიამაყით ტოვებს.

ჩემი სამუშაო დასრულებულია. მივდივარ ღირსეულად, ღიმილით და ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა უფრო ძლიერია, საჯარო სერვისები აღმავლობის პროცესშია, ბავშვები სიღარიბიდან გამოდიან, იმიგრაცია შემცირდა და საერთაშორისო რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სტარმერის თქმით, მხარს უჭერს მომავალ პრემიერ-მინისტრს ენდი ბერნემს.

„ვუსურვებ მას წარმატებებს, მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა სტარმერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია