ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ბოლო ინფორმაციით, 30 სოფლიდან ამ ეტაპზე ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ერთი სოფელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ადგილზე დამატებითი მძიმე ტექნიკა მუშაობს. ცენტრალური გზაზე გადაადგილება ტექნიკის დახმარებით და შესაბამისი რეკომენდაციებით არის შესაძლებელი.

სოფელ საყდრის ხიდი და ცენტრალური გზა მოვარდნილმა მეწყრის მასამ დააზიანა, რის გამოც 30 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ერთი სოფელი, საყდარი.

ორი დღეა მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობს, დღეს კი სოფლებში დამატებითი ტექნიკა შევიდა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მუდმივი კონტაქტი აქვს მოსახლეობასთან და საჭიროებების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ.

“თუ დღის ბოლომდე სტიქიის ახალი კერა არ გააქტიურდა, გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება. ადგილზე უახლოეს დღეებში გეოლოგებს ელოდებიან”, - აცხადებენ მერიაში.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს