ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა

ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. BBC-ის ინფორმაციით, ენდი ბერნემი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა.

„მისმა უდიდებულესობამ აუდიენციაზე მიიღო პარლამენტის წევრი, ენდრიუ ბერნემი და სთხოვა მას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება. პარლამენტის წევრმა, ენდრიუ ბერნემმა, მიიღო მეფის შეთავაზება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნისას ხელზე აკოცა“, - აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე ბუკინგემის სასახლეში კირ სტარმერი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს