სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე პატიმრობაში დატოვა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა განუცხადა, მან რცხილაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იშუამდგომლა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გულბაათ რცხილაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს