ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი ვატიკანს მზადყოფნისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის ლიდერების დონეზე შეხვედრას უმასპინძლოს

მადლობელი ვარ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერისა და რომის პაპ ლეო XIV-ის უკრაინის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვატიკანს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნისთვის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლოს.

„წმინდა საყდრის დელეგაცია კიევში სწორედ მაშინ იმყოფებოდა, როდესაც რუსეთი ჩვენს ხალხზე მასირებულ თავდასხმას ახორციელებდა. რუსეთს არ სურს ამ თავდასხმების შეწყვეტა, რის გამოც ასე მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის მუშაობის გაგრძელება. ერთ-ერთი ფორმატი, რომელიც ამის რეალიზებას შეუწყობს ხელს, ლიდერების დონეზე შეხვედრის გამართვაა. მადლობას ვუხდი ვატიკანს მზადყოფნისთვის, უმასპინძლოს ამგვარ შეხვედრას და კვლავაც არ დაიშუროს ძალისხმევა მის განსახორციელებლად. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობასა და ვატიკანს მუდმივი ლოცვებისთვის, უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია