თუშეთის დაცული ლანდშაფტის ინფორმაციით, თუშეთში-შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ინფორმაციით, თუშეთში-შენაქო -დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

კერძოდ, მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან.

„ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს უკვე უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს