ენდი ბერნემი - პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა - არანაირი ცვლილება არ იქნება, მის გვერდით 100%-ით ვიქნები

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცხადებით, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან ისაუბრებს.

„დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში ნათლად დავაფიქსირებ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, ისევე როგორც კირ სტარმერი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ენდი ბერნემმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებს.

„პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია