ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აღდგა

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აღდგა.

ადგილზე მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს და გზის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.

სოფელ საყდართან მოეწყო შემოვლითი გზა.

შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები, სოფელ საყდრის მიმდებარედ მთის მასა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა სრულად დააზიანა. ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ხვალ სოფელში გეოლოგებს ელოდებიან და მოხდება ადგილის შესწავლა. სოფელ საყდართან ხიდის აღსადგენად სამუშაოები გაგრძელდება.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს